სოფელი ველევი

          ველევის თემი მდებარეობს ქვემო რაჭაში, ამბროლაურის რაიონში. თემში გაერთიანებულია ოთხი სოფელი: ველევი ( თემის ცენტრი ), ბეთლევი, შხივანა, კვირიკეწმინდა.
        თემში მხოლოდ ერთი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. ჩვენ,  ველევის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეთა წრის წევრები ( ხელმძღვანელი მოსწავლე - გოგიტა სირაძე, ხელმძღვანელი მასწავლებელი - თეონა მაცაბერიძე), მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ვმუშაობთ პროექტის განხორციელებაზე.

  •        შევისწავლეთ ველევის თემის ერთ-ერთი სოფელი ველევი.
  •        საინტერესო იყო შეხვედრა სოფლის უხუცეს ადამიანებთან, მათგან ჩავიწერეთ ზეპირი გადმოცემები,გამოვიყენეთ ასევე ლიტერატურა ( გ, ბოჭორიძე -  რაჭის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, მ. კეზევაძე - ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ქართული ენის განმარტებთი ლექსიკონი, მასალები მოვიძიეთ ინტერნეტში. ) მოვაწყვეთ რამოდენიმე ლაშქრობა და უკეთ გავეცანით სოფლის ბუნებრივ გარემოს, რესურსებს, ეკოლოგიურ პრობლემებს. ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებს, ყოფას, გადავიღეთ ფოტოები. 
  •       შევისწავლეთ სოფლის წარსული, მეტი გავიგეთ ჩვენი სკოლის შესახებ. სოფელში ვაგროვებთ ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველ ნივთებს, სკოლაში მოვაწყვეთ ეთნოგრაფიული კუთხე,  სადაც ყველა ეს ნივთი გამოვფინეთ, ძველი ნივთების შეგროვებაში სოფლის მკვიდრნი აქტიურად გვეხმარებიან. ჩვენი ეთნოგრაფიული კუთხე მომავალში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება.
  •       დავამუშავეთ თემა - ველევის ისტორიული ძეგლები ( თ. ვაჩაძე, ქ. ჭიჭინაძე ), სკოლაში მოვაწყვეთ პრეზენტაცია. გავაკეთეთ ფოტოსტენდიც.( ლ. ვაჩაძე, გ. ნეფარიძე )
  •       დავამუშავეთ თემა - ჩემი სოფლის ტოპონიმები ( გ. სირაძე), სკოლაში გავმართეთ პრეზენტაცია.
  •       შევქმენით ჰერბარიუმი.( დ. სირაძე )
  • ვქმნით ბლოგს.
  • ჩვენ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება მომავალ სასწავლო წელსაც.