პროექტის მთავარი იდეა: შეისწავლონ საკუთარი თემის წარსული, ბუნებრივი პირობები, ეთნოგრაფიული ყოფა. გაუღვივდებათ სიყვარული საკუთარი მიწა - წყლის მიმართ, ჩამოუყალიბდებათ გარემოზე ზრუნვის სურვილი.
პროექტის აქტუალობა: ველევის თემის სოფლები არის მიგრირებული და მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა შეისწავლონ და დავიწყებას გადაარჩინონ თემის სულიერი და მატერიალური ფასეულობები, გაეცნონ ბუნებრივ გარემოსა და არსებულ პრობლემებს (დემოგრაფიული, ეკოლოგიური).
პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიება, კვლევა, ორგანიზება.
თემის უხუცეს ადამიანებთან შეხვედრა და გადმოცემების ჩაწერა,დამხმარე ლიტერატურის მოძიება - დამუშავება, ძველი ფოტოების შეგროვება, ახალი ფოტომასალის შექმნა, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ნივთების მოძიება - შეგროვება, რელიგიური და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მონახულება და შესწავლა, ჩანაწერების გაკეთება, ინფორმაციის მოძიება ისტ - ის მეშვეობით.
მოსწავლეთა ასაკი: 7- 15 წელი
ვადები - ერთი წელი.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ფოტოალბომი, ჰერბარიუმი, დამუშავდება თემები, გაიმართება პრეზენტაციები, მოეწყობა მცირე ეთნოგრაფიული მუზეუმი სკოლაში, დამუშავებული მასალა განთავსდება ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ფორმატები, მარკერები.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): თემის შერჩევა, რესურსების მოძიება, მიზნობრივი ჯგუფების შექმნა, ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება, დავალებების შესრულების ვადების განსაზღვრა, პრეზენტაცია, შემაჯამებელი შეფასება ( შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით ).
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გაგმასთან კავშირი:
ისტორია - გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი თემის, კუთხისა და ქვეყნის წარსულის შესახებ, განუვითარდებათ ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაზე მუშაობის უნარი.
გეოგრაფია - შეისწავლიან თემის ბუნებრივ პირობებს, დაახასიათებენ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და თემისთვის დამახასიათებელ სტიქიურ მოვლენებს.
რელიგია - შეისწავლიან თემის რელიგიური ძეგლების წარსულსა და დღევანდელ მდგომარეობას, შეისწავლიან და შეადარებენ ეკლესიების არქიტექტურას, აღწერენ თემში დამკვიდრებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ტრადიციებს.პროექტის მიზნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
პროექტის ხელმძღვანელი: თეონა მაცაბერიძე
ხელმძღვანელის ელ - ფოსტა: teonamacaberidze@gmail.com
პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი: macateo.blogspot.com